თეგი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“

მიღების შემთხვევაში კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, გააგრძელონ საქართველოს განვითარების ხელშეწყობა - დიდი ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით და თანმხლები რიტორიკით, რომელიც ეხება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დონორების ჩარევას. „გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, დიდი ხანია, საქართველოსთან დიდი ბრიტანეთის პარტნიორობის ძირითადი საყრდენია. შემოთავაზებული კანონი, თუ ის საბოლოოდ მიღებული იქნება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მხარდჭერას ყველა იმ საკანონმდებლო და სხვა რეფორმების განსახორციელებლად, რაც აუცილებელია საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში მომავალი წევრობისთვის,“ ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

ანრი ოხანაშვილმა დეზინფორმაცია უწოდა განცხადებას, რომ პარლამენტში მუშაობის შესაძლებლობა მედიასაშუალების ბევრ წარმომადგენელს არ მიეცა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს პარლამენტში შესვლის უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს მიეცათ, სხვა მედიასაშუალებების კორესპონდენტებს კი, საკანონმდებლო ორგანოში შესვლისა და ადგილზე მუშაობის შესაძლებლობა არ აქვთ. დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, დღეს ამ სხდომაზე დასწრების საშუალება და უფლება არ მიეცა ძალიან ბევრი მედიის წარმომადგენელს, განსაკუთრებით, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ვალდებულებაა დეზინფორმაციის დროს გათიშოს მიკროფონი და თქვას სიმართლე. „ტყუილია! თქვენ როდესაც ამბობთ, რომ არ მიეცა საშუალება ბევრს დასწრების, ეს არის ტყუილი. აქ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბევრნი, ვინც მოგვმართა მაქსიმალურად შევძელით, რომ დასწრებოდნენ დღევანდელ სხდომას. ასევე, მედიაორგანიზაციების სახელით ვინც ითხოვა დასწრება, მასაც მივეცით საშუალება. დეზინფორმაციის შემთხვევაში გავთიშავ ყველა მიკროფონს!“ - განაცხადა ოხანაშვილმა. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში. პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას აქციის ფონზე იწყებს  

მდინარაძის თქმით, „უცხო ქვეყნის ინტერესებს“ შეიძლება, ჰქონდეს როგორც ცუდი, ასევე, კარგი მნიშვნელობა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ, მამუკა მდინარაძემ ოპონენტების საპასუხოდ განაცხადა, რომ „უცხო ქვეყნის ინტერესებს“ შეიძლება, ჰქონდეს როგორც ცუდი, ასევე, კარგი მნიშვნელობა. როგორც მან აღნიშნა, არსებობს „კარგი ინტერესიც და ცუდი ინტერესიც.“ „ჩვენ ამას არ განვიხილავთ მხოლოდ უარყოფითი გაგებით. უარყოფითი გაგებაც აქვს, რა თქმა უნდა. მაგალითად, როდესაც რუსულ დაფინანსებაზე შეიძლება, ვლაპარაკობდეთ, რადგან ეს ქვეყანა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი, 20%-მდე ტერიტორიის ოკუპანტი ქვეყანა, სხვანაირად, დადებით კონტექსტში ამას ვერ განვიხილავთ. მაგრამ ახლა გადავიდეთ სხვა ქვეყნებზე - რაც შეეხება მეგობარ ქვეყნებს, პოლარიზაციას თუ დააფინანსებს და ა.შ., ცუდ რაღაცებს თუ დააფინანსებს, ეს არ არის მეგობრული დამოკიდებულება, მაგრამ თუ დააფინანსებს, მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროგრამას, ეს არის ძალიან კარგი. ჩვენ ვიტყვით, რომ კონკრეტულად, ჩვენი რომელიმე მეგობარი ქვეყნის, მაგალითად, აშშ-ის ინტერესი ამ შემთხვევაში არის პოზიტიური. მისი ინტერესი თქვენ გაქვთ წარმოდგენილი ნეგატიურ კონტექსტში, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, არცერთი ქვეყანა არ ფიქრობს... უცხო ქვეყნის ინტერესია მათ შორის ყველას მიერ აღიარებული ის პოზიტიური პროექტები, რაც არის, მაგრამ ნეგატიურს ეძახიან ცუდს და კარგს – კარგს, რა პრობლემაა?!“ – განაცხადა მდინარაძემ. „უცხო ძალის ინტერესები არ ნიშნავს ნეგატიურს,“ – განმარტა თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, რომელიც სხდომას უძღვება. ოხანაშვილის თქმით, რომელიც საფრანგეთის მაგალითზე საუბრობდა, ნეგატიური კონოტაცია შეიძლება, იმ შემთხვევაში იყოს, თუ გამოყენებული იქნება ტერმინი - აგენტი. სხდომის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. პარლამენტმა შენობაში ონლაინმედიის აკრედიტებული ჟურნალისტების შესვლა შეზღუდა. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის ინფორმაციით, დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტები, ხოლო სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები შენობაში შესვლას ვერ შეძლებენ. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა," - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, უსაფრთხოების მსგავსი რეჟიმი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "უცხოური გამჭვირვალობის კანონპროექტის" განხილვასთან დაკავშირებით, 15 აპრილსაც მოქმედებდა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პარლამენტში 16 აპრილს საკომიტეტო მოსმენები, ბიუროს სხდომა და პლენარული სესიაა ჩანიშნული. პრეზიდენტი: საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!

ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით

დღეს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის მხარდამჭერი იყო 83 დეპუტატი, მათ შორის, 73 - „ქართული ოცნებიდან“, „ხალხის ძალიდან“ - 9 და „ევროპელი სოციალისტებიდან“ -1. კერძოდ: „ქართული ოცნება“: ზაზა ლომინაძე დავით მათიკაშვილი ​სამველ მანუკიანი ლევან მაჭავარიანი ლევან მგალობლიშვილი მამუკა მდინარაძე ირაკლი მეზურნიშვილი გოგი მეშველიანი ირაკლი მეძმარიაშილი სავალან მირზოევი გივი მიქანაძე იმედა ნიკურაძე ანტონ ობოლაშვილი ბექა ოდიშარია ანრი ოხანაშვილი შალვა პაპუაშვილი გელა სამხარაული ნიკოლოზ სამხარაძე ვიქტორ სანიკიძე დავით სონღულაშვილი გიორგი სოსიაშვილი ალექსანდრე ტაბატაძე ნოდარ ტურძელაძე ირაკლი ქადაგიშვილი ლევან ქარუმიძე მერაბ ქვარაია სალომე ქურასბედიანი ალუდა ღუდუშაური თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი შატაკიშვილი გიორგი ჩაკვეტაძე გოდერძი ჩანქსელიანი ქეთევან ჩარკვიანი ვასილ ჩიგოგიძე გიორგი ცაგარეიშვილი ბეჟან წაქაძე ნინო წილოსანი ხატია წილოსანი გრეტა წიწავა შოთა ხაბარელი გიორგი ხახუბია სალომე ჯინჯოლავა გიორგი ბარვენაშვილი გია ბენაშვილი რიმა ბერაძე მაია ბითაძე ანზორ ბოლქვაძე ელისო ბოლქვაძე მაკა ბოჭორიშვილი ელგუჯა გოცირიძე ბექა დავითულიანი ალექსანდრე დალაქიშვილი ზაურ დარგალი ისკო დასენი ზაალ დუგლაძე გოჩა ენუქიძე გია ვოლსკი ირმა ზავრადაშვილი ირაკლი ზარქუა არჩილ თალაკვაძე ედიშერ თოლორაია რატი იონათამიშვილი ლადო კახაძე გიორგი კახიანი კახა კახიშვილი პაატა კვიჟინაძე ბაია კვიციანი ირაკლი კირცხალია სუმბატ კიურეღიანი ლევან კობიაშვილი რესან კონცელიძე მარიამ ლაშხი დიმიტრი სამხარაძე „ხალხის ძალა“: დავით კაჭარავა გურამ მაჭარაშვილი სოზარ სუბარი ეკა სეფაშვილი ვიქტორ ჯაფარიძე ირაკლი (დაჩი) ბერაია ზაალ მიქელაძე დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ ყაველაშვილი „ევროპელი სოციალისტები“: ავთანდილ ენუქიძე შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია დღესაც იგეგმება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.  

„კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია“ - ვედანტ პატელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია.“ „ეს არის ისეთი კანონმდებლობის მსგავსი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ კრემლში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ მედია ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების, არაკომერციული ორგანიზაციების მიმართ მკაცრი ზომების გატარების გამოცდილება. ვფიქრობთ, რომ ამგვარი კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროკავშირის მიერ გაცხადებულ მიზნებთან, რაზედაც საქართველომ თავად განაცხადა, რომ ასეთი მომავლით დაინტერესებულია,“ - განაცხადა ვედანტ პატელმა. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

აშშ-ის "ჰელსინკის კომისია" ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე: FARA-სთან შედარება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და ჰელსინკის კომისიის წევრი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოში რუსეთის გავლენა კვლავ ბრუნდება. განცხადება სათაურით - „ჰელსინკის კომისიის წარმომადგენელთა პალატის ლიდერთა განცხადება საქართველოში უცხოეთის აგენტის კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით" -კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ჰელსინკის კომისიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების ავტორები არიან კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი და წამყვანი კანონმდებელი - კონგრესმენი სტივ კოენი. განცხადებაში წერია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის ამერიკულ FARA-ს კანონთან შედარება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა. „დამოუკიდებლობის აღდგენიდან ათწლეულობით ბრძოლის შემდეგ, საქართველოში რუსეთის გავლენა ბრუნდება. მისდა სამარცხვინოდ, საქართველოს მმართველი პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს, მისი უახლოესი მეგობრების რჩევის საპირისპიროდ, კვლავ წინ სწევს რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონპროექტს. ეს კანონპროექტი, საქართველოს სულ უფრო და უფრო უკანმიმავალ დემოკრატიაზე სხვა თავდასხმებთან ერთად, მიზნად ისახავს, ძირი გამოუთხაროს სამოქალაქო საზოგადოებას, დათრგუნოს თავისუფალი აზრი და არადემოკრატიული გზით გააძლიეროს რეჟიმის ძალაუფლება. შემაძრწუნებელია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა ასე თავხედურად ესხმის თავს საკუთარი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. შეერთებული შტატები იყო და რჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად, რომელიც გასცემს უსაფრთხოების დახმარებას, პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მილიარდობით დოლარის ფინანსურ დახმარებას. რუსეთს, პირიქით, მხოლოდ უბედურება, განადგურება და სამხედრო ოკუპაცია მოუტანია. ჰელსინკის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია FARA-სთან ან უცხოური გავლენის მონიტორინგის ნებისმიერ სხვა დასავლურ მექანიზმებთან შედარებები მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, რომელიც კრემლის ძველ სასაუბრო პუნქტებს იმეორებს. შეერთებული შტატები ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მეგობრად რჩება და ამ პრინციპების მხარდაჭერას გავაგრძელებთ. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, ამ დესტრუქციული გზიდან გადაუხვიონ,” - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მწვავე კამათის ფონზე განიხილავს

პარლამენტი ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საკომიტეტო განხილვაზე ონლაინმედიას არ უშვებს. კანონპროექტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად იხილება.  მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეა. სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლები გააფრთხილა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს დარბაზის დატოვება მოსთხოვა. ოპოზიცია ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს, როდესაც მმართველი გუნდი ამბობს, რომ მსგავსი კანონპროექტი დასავლეთის ქვეყნებშიც არის, რაზეც საპასუხოდაც ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ შინაარსობრივი კითხვები უნდა დასვან.  „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა,“ - აცხადებს თავის მხრივ, პარლამენტის პრესსამსახური. „დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები,“ - აცხადებს პარლამენტი. 29 აპრილს პარლამენტთან ხალხმრავალი აქცია გაიმართა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით

როთი თბილისში: საქართველოს ნათელი მომავლის შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუ ხელისუფლება ამ კანონს არ გაიწვევს

თბილისში ვიზიტით მყოფი ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი აცხადებს, რომ "რუსული კანონის" მიღების შემთხვევაში, საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება. ამის შესახებ მან ოპოზიციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ჩემთვის პრივილეგიაა, ვიყო ევროპული დელეგაციის წევრი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა ძალიან მკაფიო გზავნილით: ჩვენ ქართველი ხალხის მეგობრები ვართ, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს გზა ევროკავშირამდე მოვიდეს. ძვირფასო მთავრობავ და ძვირფასო მმართველო პარტიავ, შეაჩერეთ ეს "უცხოური აგენტების" კანონი. საქართველოს ნათელი მომავლის ვერანაირ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს. ჩემი პატივისცემა ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაში მშვიდობიანად აპროტესტებს. ამ რთული გამოწვევების დროს თბილისი ნამდვილი ევროპის დედაქალაქია. ვიმედოვნებ, რომ მექნება მთავრობის წარმომადგენლებთან საუბრის შესაძლებლობა, პარლამენტთან, ასევე - ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას, გაიხსნას მოლაპარაკებები ამ კანონის პირობებში. ევროკავშირის გზავნილი ძალიან ნათელია," - განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა. 10 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება, ვინაიდან მათ ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“ ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი).